Wednesday, July 14, 2010

პროექტი

სასწავლო პროექტის დაგეგმის პროცესი.

მთავარი იდეა „ეკოლოგია“

რა არის ეკოლოგია?

რამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნების/გარემოს დაბინძურება?

რატომ უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს დაბინძურებას?

რამდენად ვნებს დაბინძურებული გარემო ჩვენს ჯამრთელობას?

გვიქმნის თუ არა დაბინზურებული გარემო პრობლემას?

და. ა.შ.

მნიშვნელობა/აქტუალობა

ეა პრობლემა მე ვფიქრობ მნიშვნელოვანიცაა და აქტუალურიც. მოსწავლეებმა უნდა შეიგნონ და გაიზიარონ ის ცხოვრებისეული პრობლემა რაც ასე მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში.

მიზანი და შედეგები

ამ პროექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მომავალმა თაობამ განსაზღვროს თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს ბუნების დაბინძურება ჯამრთელობას. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები მივლენ იმ კონკრეტულ დასკვნამდე, რომ ადამიანებმა არ შეიძლება ესე დაუკვირვებლობით ავნონ თავიანთ თავებსა და სრულიად გარემოს, ისინი ისწავლიან გარემოს დაცვასა და გაფრთხილებას.

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები მოაწყობენ ლაშქრობას, მოიძიებენ ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირწბით.გამოიყენებენ ინტერნეტს. გარკვეული მასალის მოძიების შემდეგ იმსჯელებენ პრობლემის გარშემო და ზეპირად მოახდენენ პრეზენტაციის შეფასებისას ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეტა მიერ ინფორმაციის მოძიებაზე, რისთვისაც ისინი ჩემი მითითებით სხვა და სხვა საშუალებებს გამოვიყენებ. მათი მსჯელობა აღნიშნული პრობლემის შესახებ, ჩემთვის იქნება შესაფერისი ერთ-ერთი დამხმარე საშუალება. შეფასდება თითოეული გუნდი ცალ-ცალკე და გუნდუს წევრი ინდუვიდუალურად.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ

მოსწავლეებს ზოგადი ცოდნა აქვთ მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ, მათ სიღრმისეულად მაინც არ აქვთ გააზრებული ბუნების დაბინძურება რა შედეგამდე მიგვიყვანს თუ მას ხელი არ შეუშალეთ.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო

საჭიროა ლიტერატურა ამ თემასთან დაკავშირებით, კომპიუტერი, ფოტო აპარატი. კედლის გაზეთი, საჭირო სლოგნებით გაფორმებული.

სასწავლო პროექტის მსვლელობა

1. შევარჩევ კითხვასა და დავსვავ შესაბამის კითხვას.

2. კლას დაყოფ ჯგუფებად.თითოეულ გუნდს დაუნიშნავ ლიდერს.

3. თითოეულ გუნდს მივცემ დავალებას.

4. ჯგუფებში გავამაწილებ მოვალეობებს.

5. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და მასალას.

6. მოსწავლეები უკვე მოძიებული მასალის პრეზენტაციას მოახდენენ.

7. პროექტის შეფასება.